logo
ENG



ხატია დეკანოიძე: ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძეს და მის კლანს ძალიან მძიმე დანაშაულში ამხელს

25 იან 202012:58
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლება ოპონენტებთან ძალადობრივ ბრძოლას ახალისებს, მიიჩნევენ ოპოზიციაში. მათი აზრით, ამის დადასტურებაა სწორედ ის განცხადებები, რომელიც ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ სახე ძალადობაა და ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმა იმიტომ მოხდა, რომ ის კახა კალაძეს და მის კლანს ძალიან მძიმე დანაშაულში ამხელს.

„პირველ რიგში ეს არის ძალადობა, რომელიც ქართული ოცნების სახეა. ძალიან კარგად გვახსოვს კორცხელი, კარგად გვახსოვს ბიბლიოთეკის შენობასთან განვითარებული მოვლენები, გვახსოვს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება ოპოზიციური პარტიების დეპუტატების ნუგზარ წიკლაურის და ზურაბ ჭიაბერაშვილის მისამართით. მთელი ამ ხნის მანძილზე ქართული ოცნება ახალისებს ძალადობას და სწორედ ეს იყო გაგრძელება, რომ ლევან ხაბეიშვილი კახა კალაძეს და მის კლანს ძალიან მძიმე დანაშაულში ამხელს. ლევანის გაჩუმებას ამ გზით ცდილობენ, მაგრამ ლევანის გაჩუმება აბსურდია,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით, გუშინდელი ინციდენტის შემდეგ მოძალადეები გაამართლეს და მსხვერპლი გაამტყუნეს .

„არცერთი განცხადება არ ყოფილა ცალსახად ძალადობის დამგმობელი და თვითონ მონაწილეებმა კიდევ იტრაბახეს ამ სამარცხვინო „ფარჩაკული“ საქციელით, გაამართლეს ის სამარცხვინო საქციელი, გაამტყუნეს მსხვერპლი და ეს ყველაფერი დაგვირგვინდა კალაძის განცხადებით,რომლის 90% იყო ლანძღვა ოპონენტების. და ბოლოს იყო ფრაზა, რომელიც ნიშანდობლივია, რათქმაუნდა ძალადობაც არ არის სასურველიო. ყველა ასეთი განცხადებს პირდაპირ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაა იმაზე, რომ პოლიტიკური ძალადობა შენი პოლიტიკური დაკვეთაა,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 


close დახურვა